პოეზია · ლირიკა
ბაკური
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
_ გვიამბე, ელიზბარაო,რა ამბავ მოხდა ეღოსა?როგორ დაეცნენ ლეკებიბაკურის ციხე-ეზოსა?_ არ მინდა, ძველი დარდებირომ გულში აიწეწოსა.მე რა ვთქვა? უნდა კაცობაბაკურმა დაიკვეხოსა...ჩემფერეების სიცოცხლესამარემ დაილეკოსა.
_ რად იტყვი, კაცო, მაგასათავს რადა სწიხლავ ფეხითა?_ სიმართლით მარტო ეს მეთქმის.მაშ ტყუილი ვთქვა კვეხითა?ვერ შავძელ იმის მხრის ჭერა,ვერ მოვკვდი, _ სული მეტკბილა...ბაკურის ომი და ქცევანეტავი თვალით გეხილა!გული მკლავს, ცოცხლად რისთვისამტერს ჩაუვარდი ხელშია, _ამისგან ეხლა ფიქრებიშხამად ამომდის ყელშია.თავის აღება არ მწადის,ვეღარც გავშლილვარ წელშია.
_ ხომ არ გაექე, რა ვუყოთ,არ დაგაცალეს სიკვდილი...ის რისთვის გესირცხვილება,რაიც არ არის სირცხვილი?ჩვენც ვიცით, აგრევ გავიგეთამბავი კილოკავადა;ერთმაც არ დაგგმო, ღვთის მადლმა,არ მოგიხსენა ავადა.გენუკავთ, ომის ამბავიეხლა გვიამბო თავადა._ დიდი მოვიდა მტრის ჯარი,გარს შემოგვერტყა ღობედა,შვიდ დღეს ვიგერეთ თოფებით,მრავალი კიდევ ვხოცეთა;დიაცნი წამალს გვიწყავდენ, _ქების ღირსნია სწორედა!..მერვე დღეს ტყვია-წამალიგასწყდა, გათავდა სრულადადა ჩვენი შრომაც მაშინვეჩავთვალეთ დაკარგულადა.უძილო, მშიერ-მწყურვალნი, _მტერს, რომ ჩვენ მაშინ ვიყვენით!ბედმა გვიმუხთლა ტიალმა,გავცუდდით, გავირიყენით,მოდგა და მოდგა მტრის ჯარი,ციხის მოერტყა ლიბოსა;რჩებოდა ჩვენი ქავ-ციხეგულხადარას და დიდოსა.“უნდა ცოლ-შვილით მტერს დავრჩეთ,სირცხვილი კისრით ვზიდოთა!მას მემრე ტანზე აბჯარიროგორღა დავიკიდოთა?!”
ცეცხლად გადიქცა ბაკური,მარტო ოხვრად და კვნესადა...გული ჰქცევია ტალადა,თვალები უჩანს კვესადა.“ვაჰ დედას მტრისას!” _ ესა სთქვა,ხელი გაივლო ხმალზედა:“ისევ მე დაგხოცთ!” _ და ცოლ-შვილსთავები დასჭრა წამზედა.მტერს მიეგება ციხის კარს,მეც იმას მივყევ კვალზედა.გაუხტა ხმალმოღერებით,ფრანგულმა გაიცინაო;თორმეტი მოჰკლა ციხის კარს,ერთურთზე დააწვინაო.ვეფხვსა დააცვდა კლანჭები,ბაკურმაც დაიძინაო.
mso-= �at�_�^ily:Calibri;mso-bidi-font-family:Sylfaen;mso-ansi-language: EN-US;mso-fareast-language:EN-US;mso-bidi-language:AR-SA'>ყური.
დავალებული გულისა
უნდა ამოთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაიგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯელა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი, ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!