↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამა

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40769 ნახვა

—
დრო თავისი გზით წავიდა ისევ,დატოვა ხსოვნა დღისა და ღამის...მეც გავიზარდე და მერე ვიგრძენშეშფოთებული თვალები მამის.
ასე შფოთავენ წყვდიადში ტბები,ქარიშხალი რომ უნახავთ ბევრი.ასე ცახცახებს ფრინველთა ფრთები,ძლივს რომ გააპო წვიმების ტევრი.
მეც ამ შფოთვით და ცახცახით ვცხოვრობ,თუმცა, ჯერ თითქოს არავინ მერჩის:ეს _ალუბლების ჩრდილია მხოლოდ,ეს_გაზაფხული ჩურჩულებს ბნელში...
1955
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი