↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარინას თოვლი

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40767 ნახვა

—
თოვლი მოვიდა, მარინა, თოვლი.არც ისე მკაცრი ყოფილა ღმერთი.დედოფალივით სუფთას და მოვლილს,ჩემთვის აგზავნის და მხოლოდ ჩემთვის.
მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს,ცისკენ გარბოდა თვალი თავისით.და აი, ისიც, მოვა და მკითხავს...თუმცა, რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი.
მარინა, თოვლი შენი სულია!და განგებაა გამოგზავნილი,რომ ამირიოს გზები სრულიადდა გზის ნაპირას დამსვას მგზავრივით.
ვითომ მივდივარ, თორემ ნამდვილადკი არ მივდივარ, შენ გელოდები.და თეთრი სივრცე ფიქრს მიადვილებს,მორთული ნაძვის მწვანე ტოტებით.და თოვლი, ცივი ქურქით შეფუთვნილს,თავზე მევლება ქალური თრთოლვით,მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გეკუთვნი,გარემოცულიც ამხელა თოვლით.1963
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი