↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე ახლაც თვალწინ მიდგას ბათუმი

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40784 ნახვა

—
მე ახლაც თვალწინ მიდგას ბათუმი:ზღვა, მაგნოლია და სექტემბერი...ჩვენი მეზობლის ძაღლი- ბებერი-კვლავ თავის ძაღლურ ფიქრში გართული.
ხაოიანი ლეღვის ფოთლებიქარს ამშვიდებენ, ზღვიდან მობერილს,შუა ეზოში დგას პატეფონიდა ფირფიტაზე წევს "ტრიფონ ბერი"
ქვითკირის ღობე...სველი მავთული...კიტრიან ბოთლში ჭაჭის არაყი...ჩემი ბავშვობის წმინდა ქალაქი_მე ახლაც თვალწინ მიდგას ბათუმი.
1956
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი