პოეზია · ლირიკა
* * * მე ვარ ამ წუთას ყველაზე მაღლა
მე ვარ ამ წუთას ყველაზე მაღლა,ქარხნის მილებზე და ცაზეც მაღლა,მხოლოდ შენ გამო... ასეთი ღამემრავალი იყოს... ასეთი დაღლა.
მე არ ვყოფილვარ არასდროს ხარბი,მე არ ვყოფილვარ არასდროს ცუდი,ან არაფერი არ მახსოვს, ალბათ,არ მიცხოვრია აქამდე წუთიც.
და მწამს, რომ ჩემში დარჩება მუდამეს უცნაური დღე და სიჩუმე,შენი ოთახის შუქი მბჟუტავიდა შეკრეჭილი თმები ბიჭურად.
ხეებზე მაღლა, სახლებზე მაღლა,ქარხნის მილებზე და ცაზე მაღლა _შენით! შენ გამო! _ ასეთი ღამემრავალი იყოს... ასეთი დაღლა.
1957