↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე მოვითხოვე

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40781 ნახვა

—
მე მოვითხოვე ღვინო და ვსვამდი.ჯერ ცარიელი იყო დარბაზიდა საცოდავად მოწყენილ ზამთარსსუსტი ხელები ეწყო რაფაზე.(მანც მალავდა ორთქმავლის ბუნაგს,მაინც ახშობდა ორთქმავლის კივილს).დარბაზში იდგა ნახერხის სუნიდა ღვინო იყო ზედმეტად ცივი.მე არ ვიცოდი სად წავიდოდი,არც ის ვიცოდი რამდეს დავლევდი.გარეთ კი თოვდა და თითო-თითოდშემოდიოდნენ სველი მგზავრები.შემოდიოდნენ და თხოულობდნენწვიანს და თუთუნს(დუმილს და სითბოს).რაღაცას უცნობს და მოულოდნელს,ელოდებოდნენ ყველანი თითქოს.მე არ ვჩქარობდი ამბის გაგებას,თუმცა საკმაოდ ბევრი დავლიე.და დათოვლილი ლიანდაგებიგავდენ საწოლებს,ცივს და ცარიელს.მე არ ვიცოდი სად წავიდოდიჩემი სურვილით თუ ღვინის ნებით.გარეთ კი თოვდა და თითო-თითოდმავიწყდებოდნენ განვლილი წლებიდა,ერთმანეთეთზე გადაკვეთილებს,ვერც ჩვენ სახელებს ვერ ვიხსენებდი,მაგრამ ზამთარი იყო კეთილიდა მაფხიზლებდა სველი ხელებით...
1962
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი