პოეზია · ლირიკა
* * * მე ჩემს საყვარელ სიზმრებად ვთვლიდი
მე ჩემს საყვარელ სიზმრებად ვთვლიდიცაში თანდათან გამქრალ მავთულებს,გადაქანებულ სვეტებს და ხიდებს,ნათურებს მკრთალებს და გაფანტულებს.
დღეს კი იფეთქებს შენი სახელი.მე დილიდანვე ვგრძნობ და მოველი,როდის იფეთქებს შენი სახელი,ძლივს მიგნებული და მოგროვილი.
მე მის ნამტვრევებს ავკრიფავ ქარშიდა მტვერს და მიწას გადავაშორებდა დავურიგებ მეზობელ ბავშვებს,როგორც ბრჭყვიალა სათამაშოებს.
დაიტაცებენ ბავშვები უცებ,ყაჩაღებივით დაიტაცებენდა ქარზე უმალ მოსდებენ ქუჩებსჩემს ძველ ტკივილებს და აღტაცებებს.
ბნელში იცინის კიოსკის მინა.ირხევა ტოტი და ტოტის ჩრდილი.ქალაქს კი სძინავს, სძინავს და ბრწყინავსმთლად გაჟღენთილი წვიმით და ძილით.
და მავთულებზე შერჩენილ წვეთებსაღარაფერი აღარ აშინებთ.მე ვაღებ კარებს და ისევ ვკეტავდა მერე ისევ ვაღებ მაშინვე.
1960