↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მერჩია სულ არ შეგხვედროდი

ჭილაძე ოთარ

2002-09-121 წთ საკითხავი40777 ნახვა

—
„სიყვარული განშორებაზე ძლიერია,მაგრამ განშორება სიყვარულზე ხანგრძლივია“იოსებ ბროდსკი
მერჩია,სულ არ შეგხვედროდი,რადგან მაშინვედაიწყო განშორებაც...
ხვალ გაცილებით შორს ვიქნებით ერთმანეთისგან,ვიდრე დღესა ვართ.დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,ან მეჩვენებადა თავს ვიტყუებ -ჯერ მესმის მეთქი.
ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდეაღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,რომელსაც "ჩვენი ცხოვრება" ჰქვია -ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,ზიხარ და სუნთქავ -რაც არასდროს არ მომხდარა სინამდვილეში,ვერ მოვიცალეთ საამისოდ,ჩვენ ხომ უაზროდდა უსაშველოდდა ვარსვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნიერთმანეთს... მაგრამ კი არ ვცდილობთ,მხოლოდ ვოცნებობთ,თავისით როდის ამოივსება ეს გამთიშავი,გამთოშავი სიცარიელე,რომელმაც გვშობა რაღაცისთვისდა რომელშიაცთანდათანობით ვითქვეფებითრაღაცის გამო.
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი