↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40778 ნახვა

—
ბავშვობა ერთი ბოლოა თოკისდა თვითონ უნდა მიაბა იგი მიწას,რომელზეც გინდა რომ მოკვდე,როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.
საქმე ისაა, როგორ მიაბამ,როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს,რომ არ შეფასდეს მერე იაფადშენივე ხელით შეკრული კვანძი.
როგორ მივაბი, არ მახსოვს კარგად,მაგრამ ის თოკი გრძელდება დღემდედა ჯერ არაფრის იმედს არ ვკარგავ,ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ.
ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ,თავისით გაქრა ბევრი სურვილი,ბევრჯერ შევასკდი გულსა და კედლებს,უმისამართოდ ნასროლ ჭურვივით.
სამაგიეროდ, მეც განმიცდია,რასაც განიცდის ყველა მოკვდავი,როცა შემოდს სულში მინდია -ყველაფრის ცოდნე და საცოდავი.
და ვიცი, რატომ უნდა მიყვარდესჩემი მტანჯველი და ძნელი გზები,რომლებიც ალბათ იქ მიმიყვანენ,სადაც ჩემამდე მისულან სხვებიც.
მაგრამ თუ მეყო დროც და მანძილიცდა მოვუნახე სულს სასთუმალი -მოვკვდები, როგორც ქვეყნის ნაწილიდა არა - წუთისოფლის სტუმარი.
1963
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი