↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოთხოვება

ჭილაძე ოთარ

2001-09-122 წთ საკითხავი40777 ნახვა

—
ქ. ლ
რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,მარადიული ის არის მხოლოდდა ასეთია ყოველთვის ბოლონამდვილი გრძნობის, განცდის და ვნებისდა მეც ამ დიდი კანონის ნებითმ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !მაგრამ ამ სიტყვას ახლაიაფი სცენის სურნელი ახლავსრაც არც უხდება და არც სჭირდება,ამიტომ, ალბათ, გამიჭირდებამისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს,მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდესარ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.და გზა რომელიც გაიყო ორადდა უკვე იქცა ცოდვად და ჭორადიყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილითტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონეეს გრძნობა ჩემთვის,ჩემს დასაცავად და დასაღუპადდა რისხვა გულმა რაც დააგუბა,რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,წვრილმან გრძნობების წასალეკავადგასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქითშენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.და უსასრულოდ, დღისით თუ ღამითდა თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამითიქცეს კოშმარად და მოჩვენებად,დაგიფრთხოს ძილი და მოსვენებარომ ფრთებშეკვაცილ ფრინველის მსგავსადაღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.მერე რა მოხდა თუ უცხო თვალიჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილსდა იმ ღიმილის უხეში ქიმიგაგვივლის გულში...შენ კი გახსოვდეს,რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიცდა ჩემი სულის ყველა ნაფოტიიმ კოცონისთვის მზადდება ახლა,რომელზეც შენი სურვილით ახვალ.მაგრამ იქამდე შენი სახელი,ვით ჩემი მტრების თანამზრახველიან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელითდამახრჩობს, თუკი ამოძახებასვერ შევძლებ უცებ...
1966
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი