↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განშორებამდე

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24059 ნახვა

—
დრომ გაიარა, ვით შავმა კატამბნელ დერეფანში (უხმოდ და უცებ).და ზამთრის სახე, მკაცრი და სადა,მოშორდა ფანჯრებს.მაგრამ ამ ფურცელსმარადიული შეკრავს ყინული,ხოლო ყინულზე აირეკლებაჩვენგან ცხადში თუ სიზმრად ხილული,რომ გახსენების მწარე ეკლებმაგამოაფხიზლონ სულის თვალები -გაოგნებულნი ერთფეროვნებითდა ხელოვნური მზის ბრწყინვალებითდა ნაქურდალი ცით და ცხოვრებით.
ბრწყინავს ლოლუა, ვით ზამთრის კბილი
ამონასუნთქი კაცის და მილის,ახლახან დაკლულ მხეცივით თბილი,ფართხალებს ქარში.
და აი, თითქოს ასი წლის მერე,უკვე გადაღლილ ხმებსა და ფერებსვთხოვ, დამიბრუნონ ყველა უფლება,რომ დავიწყების შავმა ღრუბლებმაარ გადაგვთვალონ...მომეცი ხელი,ჩვეულებრივად სუსტი და ცხელი,ჩვეულებრივად ცხელი და მკაცრიმომეცი გული!და სანამ გვაცლისღმერთი თუ ბედი, გვჯეროდეს ისევ,რომ ჩვენს საფიქრალს ქვეყანა ისმენს,ჩვენი თავები მკერდზე უწყვიადა ცდილობს, მაგრამ არ შეუძლია,რომ გარდაიქმნას.1969წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი