პოეზია · ლირიკა
მანეს იასამანთან და
მანეს იასამანთან დამონეს იასამანთანმზემ გოიას საქანელაგაჰკიდა და გამართა.ხოკუსაის მთებზე ენთოკოროს შარავანდედი,იღვიძებენვან გოგის და რენუარის ვარდები.არც როდენის ქარი ჩანდა _უთავისებურესი _ არც ვრუბელისღრუბელი დაარც რემბრანდტის ბურუსი.ორი ფერი ბატონობდაშერწყმით და შეთავსებით:ხან სეზანის ფორთოხლები,ხან მატისის თევზები.ველასკესის მეძებარიაღარავის უყეფდა,ფიროსმანაშვილისშველი იდგა რუსოს მუხებთან.დორეს ედემს ფერს მატებდა _ტინტორეტოს ედემი,ვერონეხეს ლაჯვარდებიდა პიკასოს მტრედები.გადაევლო ცასრუბენსის ცისარტყელა ხალასი,ბოტიჩელის გაზაფხულიშედიოდა ძალაში.შემოვიდა ცხრა ნაცნობიდა ბაღს დაეპატრონატიციანის მადონა დავან ეიკის მადონა დავან დეიკის მადონა დაბოსხის, გრეკოს, ლეონარდოს,ჯოტოს, მიქელანჯელოს დარაფაელის მადონა.