პოეზია · ლირიკა
მავანი
ეს კაცი არავის არა ჰგავს,ეს კაცი საშიში კაცია,ვერ იჭერს ფარული კამერა,არ შველის ილუმინაცია.როდესაც საუბრობს, ცოტაღამაკლია, რომ ენა დამებას:სიმართლე სიმართლეს არა ჰგავს,სიიმართლე ჰგავს ცილისწამებას.არც რამე ხალისი ეტყობა,არც რამე ნიშანი ვარამის,სახელი როგორღა დავარქვა,როდესაც არა ჰგავს არავის?!გაექცა ტყუპების სერობას,ჩამორჩა წყვილების მარაქასდა ჩემთვის აღარც კი არსებობს,რაკიღა არავის არა ჰგავს.2000