პოეზია · ლირიკა
ლურჯი მონაწტერი
ვინც წავა და ხელს დაგვიქნევს,თავის წუთისოფელს მოჭამს,აქეთ ქალებს დააკლდება, დააკლდება იქით ოჯახს.ვინც დარჩება, ავანსებით ნამუსსს აღარ შეიბოჭავს,არც ძალიან ააჩქარებს თავის სატალახოს ოჩანს.ხმას გაყიდის - პურს იყიდის,გახსნის ტყუილების ბოხჩას,მაგრამ იმდენს ვერ გაბედავს,ყალბი მონეტები მოჭრას...შენ რა გიჭირს,შენს ოთახში მზე შემოდის საღამოჟამს,ხოლო ღია სარკმელიდან ლურჯი მონასტერი მოჩანს.