პოეზია · ლირიკა
მარიამი გუდაურში წავიდა
ხმაურობენ მოედანზე ქუჩის ორატორები,მე კი ამოვიჩემე მარიამის ტოლები.სხვებს ვერც ვამჩნევ,ასაკიც უმალ გამოვიცანი:არა ცხრის და ათისა - მხოლოდ რვის და რვისანი.თითქოს მხრებზე ჩამომხსნეს უმძიმესი დოლაბი:შუქნიშანზე გადავიდნენ მარიამის ტოლები.სად არიან ბიჭები?ყურს ვინ უგდებს ყმაწვილებს?! -მარიამის თანატოლებს თვალებს ვეღარ ვაცილებ.ქუჩა-ქუჩა ახლა უფრო ხშირად დავიარები:ჩემს ქუჩაზე დადიან მხოლოდ მარიამები!1997