↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შუბლი გაიხსენ და მიღმიერ პირს ნუღარ მიხრი (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)

რუმი ჯელალ ედ-დინ

2015-10-121 წთ საკითხავი1403 ნახვა

—
შუბლი გაიხსენ და მიღმიერ პირს ნუღარ მიხრი,ვით შვიდსა სფეროს, განგვირიგე ჩვენც ლტოლვის ნიხრი...ჩვენ შორი გზიდან მოგვიყვანა შენმა ტრფიალმა,მოდი, გვნახე და განგვაშორე ლოდინის ჭირხლი.ნეტავი შენ, რომ შენი სულის მფლობელი შენ ხარდა სამოთხეთა ძიებაში ქედს არსად იხრი...ბანიდან ქვემოთ ჩამოგვხედე უსასო მიჯნურთ,თორემ სადაც არს, ჩაგვაზილა საწუთრომ წიხლი.მწდეო, სუფიებს სხვა სიბრუვის ღვინო სწყურიათ,ვაზის ნაჟურს და რუმბში ნადგომს რა თავში ვიხლი?!მწდეო, იმ ღვინით ისე ძლიერ უნდა დამათრო,რომ საფლავშიაც მემღვრეოდეს, გარდაცვლილს სისხლი.

რუმი ჯელალ ედ-დინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი