↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ხან საქმით მაქცევს" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)

რუმი ჯელალ ედ-დინ

2015-10-121 წთ საკითხავი1413 ნახვა

—
ხან საქმით მაქცევს, ხან უსაქმოდ ტრფობის ცარგვალი,სხეულის ირგვლივ სულს ვაბრუნებ მე, ვით ფარგალი.მე, ვით მარიხი, რისხვით ვუმზერ ციურ მნათობებსდა ამ რისხვისგან ვეხეტები მე ძილგამკრთალი.ჰოი სატრფოო, შენ თუ "მე" ხარ, მე "მე" ვით ვიყო?!ხვაშიადს რად მთხოვ?! ძალგიძს ჩემი სულის თვალთვალი.ლომი ვიყავ და მსურდა მხოლოდ მიჯნურთა სისხლი,კაცად ვიშვი და იმ სისხლით ვარ კვლავაც დამთვრალი.მე _ სალმობიერს _ შესანდობარს ნურავინ მეტყვის!რა არს შენდობა?! შებრალებით მიმზერს რა თვალი?ჰე, შ ა მ ს ე თ ა ბ რ ი ზ, ანგელოზო მიმტევებელო,შენს სიბრმავეზე რაიც თქმულა, არ არს მართალი.

რუმი ჯელალ ედ-დინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი