პოეზია · ლირიკა
* * * ფრთხილად!
ფრთხილად! -ბევრჯერ გაცრუებულ იმედს ვეჩურჩულები:არენაზე გამოდიან ეგრეთწოდებულები.მოდის, შორით ესალმება უფულოს და ფულიანს,ვერ იცანით? - ესეც ჩვენი ეგრეთწოდებულია.მოდის, ყველა ესალმება იქიდან და აქედან,მოდის ლილიპუტებიდან, მიდის გოლიათებთან.ვიცანი და ვერ ვიცანი: მეც ხანდახან ეგრეთწოდებული ვარ.1990