↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ფანჯარასთან ამიშენეს კოკროჭინა ეკლესია

ჯავახაძე ვახტანგ

2011-08-121 წთ საკითხავი27127 ნახვა

—
ფანჯარასთან ამიშენეს კოკროჭინა ეკლესია,ჩემი ალავერდია და გრემია და ნეკრესია.რეკავს! - მაგის მოლოდინმა ადრე გამაჭაღარავა,"ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე" და მე მარტო აღარა ვარ.დარდიანს რომ დამინახავს, შემარცხვენს და შემომიტევს,თავის ფეხით მეახლა და "ლამის სახლში შემოვიდეს".ვენაცვალე მაგის ზარებს! - ცოდვილებს და საცოდავებს -ანახევრებს და ნახევრის ნახევარსაც აცოტავებს.რეკავს! - ექო მიბრუნდება მოდარაჯე გალავანთა,რეკავს! რეკავს! მაინც მესმის, სახლში ვარ თუ არა ვარ დაროცა ნაუ-ნაუ-ნაუ მოაქვს სიჩუმეში ნიავს,სახლში მარტო დარჩენისა უკვე აღარ მეშინია!
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი