პოეზია · ლირიკა
ციკლიდან - მა (პირველი ლექსი)
მზის წნული (ღმერთი)თეკლას
მა,მა,შენია ეს ლექსი და დავიწყოთ - ამინ!მე ავადა ვარ -ჩემი თავი არ მემეტებაჩემი თავისთვის.იღრინება ფანჯრებთან ღამედა ახლა უკვე ოთახებში დავეხეტებინაცვლად ქუჩების.მა,სიზმრებზე გავცვალე ცხადიდა ეს ნაწერი არ იქნება შურისძიებაამ ცხოვრებაზე,მე ამ ნაწერს შენ გიწერ. გადისზამთარი,როგორც რაღაც კარგის,ნათლის ძიებაადამიანში -სისულელე ყოფილა,იყოდა მომავალშიც ზუსტად ასე იქნება!ვწუხვარ.მა,ჩემი ძვლები ჩემს სისხლშივე გამოირიყადა ყველა ტყუის,ვინც ამბობს,რომ ძალიან უყვარს,ძალიან -შტერი მამაშენი,არ ვუკადრისობ,ასე ვეძახი მე თვითონვე საკუთარ თავს,მა...და მართლა ისე უგემურად,მდარედ გადის დრო,მართლა იმდენჯერ მინატრია (ეწვიმა) თავსხმა,რომ კარგად მესმის ამ სურვილის გულუბრყვილობის,უსაფუძვლობის,უაზრობის,(არაფერს ვიმჩნევ)საერთოდ აღარ მედარდება არც გარყვნილება,არც სხვა ათასი სიბინძურე,სამართალს ლინჩისწესით ადგენენ საბოლოოდ მაინც და სხვა გზაარ იცის დღემდე პროგრესულმა კაცობრიობამ,ასე რომ არ აქვს,არც ჰქონია მხილებას აზრიუსუფთაობის,არც ექნებადა თუ ვცდილობდიყვირილს,რომ გვწვდება საკუთარი ფეკალიებიუკვე ყელამდე,ნიკაპამდე,პირამდე -ტფუი!გამოიყვანეს დახუნძლული რეგალიებითუკანა ჯიბის პოეტები და თქვეს,რომ ვტყუი,რომ ყველაფერი კარგად არის - ჯინაზე მტრების!ძალიან კარგად!ფაქტიურად - შესანიშნავად!გადამიარეს,გაიფერთხეს დასვრილი ფრთებიდა გაფარფატდნენ ამ ტრიუმფის აღსანიშნავადდა ზეიმობენ ქალაქები,ქუჩები,სახლებს -გარდა ერთისა,უბრჭყვიალებთ ფარდები.ვაშაააა!მა,მე ამ მიწას (დედამიწას) ხელს აღარ ვახლებ,მხოლოდ დროდადრო ვიყურები (უჩუმრად) ცაში,რომ შენი წილი სიხარული გამოვითხოვოდა მათი წილიც,ვინც ჩემამდე აიღო ხელიამ ყველაფერზე,ვინც ცხოვრების მიღმა იცხოვრა,ვინც მორჩა წერას და პროტესტი გამოთქვა ხველით -მშრალი ხრიალით,ხმის ჩახლეჩით,ხერხემლის მოხრით,ვინც ერთი სიტყვა ამოიხრა მუხლებზე - ღმერთი!მა,ყველაფერი (განურჩევლად) დარჩება ოხრად -თუკი მე და შენ არ ვიქნებით ბოლომდე ერთადჩემი ასეთი ცხოვრებით და სისულელეამთელი ეს ბრძოლა,თავგანწირვა,არ ვიცი - ვისთვის,იქ სიარული,სადაც თურმე სულ არ გელიანეწირები და მაინც შენკენ იშვერენ თითებს,რომ...მოკლედ,მოვრჩეთ,მა,ავიღოთ ბარიკადები,მე ჩამოვშორდი ამ არსაით მქროლავ ქარიშხალსდა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს -შუქის ანთების -შენს ერთი ბეწო ოთახში და არსად გამიშვა...
მა,დაიფარე მამაშენი.