პოეზია · ლირიკა
ციკლიდან - მა (მეოთხე ლექსი)
ნეკნები (ბუდე)
თეკლას
მა,როცა ორჯერ ორია ოთხი,ანუ - მარტივი ჭეშმარიტება -ის,რომ ყოველდღე ცარიელ ოთახს,რომელშიც ცვივა მკვდარი ჩიტებიჭერიდან,მარტო ვუახლოვდებიდა სანამ შევალ,ვჩერდები კართან,რომ მოვისინჯო ჩემი ბოდვები,სიზმრები,ხომ არ დამტოვეს,რათა -დავრწმუნდე,ვიგრძნო -(ვიცოდე - უნდა)მთლად მარტო არ ვარ,რომ აქ არიან...მე გავუკეთე ნეკნებით ბუდეამ ჩიტებს,მაგრამ ყველა მკვდარია.მე ავაშენე ძვლებისგან სახლი,მაგრამ სიცივე გაუჯდათ კედლებს,არავინაა გარშემო,ახლო,სხვა - არაფერი,რომ დამაყვედროსმაინც,რომ მისთვის ავანთე ცეცხლი,რომ ეს წყვდიადი მუხლებზე ხოხვითგამოვამტვრიე,რომ ღამე მესხმისყოვედღე თავზე,რომ რჩება ოხრად -ჩემი სისხლისგან დამბალი მიწა,ჩემი ყელიდან წამსკდარი - ღმერთო!მა,მეც თუ მოვკვდი და ამოვიწვიამ ჯოჯოხეთში,შენა ხარ ერთი,ვინც ყველა ნერვით და სისხლის ყველაელვარე წვეთით,ყველა ატომით,ხარ ჩემში ცოცხლად,ის,ვისშიც შველადა დამარცხება ამ სიმარტოვისარის და...მა,მა,დღეების მერე,მე როცა ყველა ღამეს გავათევ,როცა ამ ნაწერს დაფარავს მტვერი...
შენ მოხვალ ჩემთანდა შუქს აანთებ!