↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი მაჯებიდან

ჩერქეზიშვილი ნიკა

2019-08-121 წთ საკითხავი10563 ნახვა

—
რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,ისევ მენატრება შენი სიახლოვე,მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.
თითქოს ბავშვი ვიყო,ისე მეტირება,იცი,წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,არის უსარგებლო ყველა შეპირება,მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.
ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,გახდა სისულელე ასი მილიარდი,წამო,შევიშალოთ,როგორც პოეტები,ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.
წამო,თორემ ეს ცა ისე გაიბურა,სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,წამო,გეხვეწები,მინდა ძველებურადსისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი