↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შალის წინდები

ჩერქეზიშვილი ნიკა

2026-07-182 წთ საკითხავი10568 ნახვა

—
ენ დარე გქვია.დედაჩემი, ჩემი დედა ხარ.მე - შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს!მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე,მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე.მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით,სულ სხვანაირად... სხვანაირად თბილოდა მაშინჩვენს სახლში... მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთიმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი.არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალსსამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს,მე ვუბრუნდები იმ საღამოს, სწორედ იმავეს,როცა დიდივით გაგეჯგიმე, ხმა დავიბოხედა გადმოგხედე მედიდურად (არ მეცინება).ვიყავით ორნი ოთახში და ციოდა გარეთ,მე მივდიოდი, შენ ჩაიცვი შალის წინდები...მთხოვე, რომ კარგად მომეხურა ოთახის კარი.მე ვიცინოდი და ვიდექი მხრებში გაშლილი,შენ მიყურებდი, მერე თქვი, რომ ცხოვრება მძიმე,ძალიან მძიმე სახადია, გვითრევს მაშინვე,როგორც კი გულში გავიტარებთ პატარა იმედს;რომ ყველაფერი კარგად არის, ასეც იქნება.დედი, მე ახლა ამ ყველაფერს უბრალოდ ვყვები,რადგან, რაც უფრო ვიზრდებოდი, ძალას ვიკრებდი,მით უფრო მეტად დამტვრეული დამქონდა ყბები.და ახლა ვხვდები, რომ შორი გზით (მშვიდად) მიგყავდი,რომ, თურმე, მართლა პატარა ვარ, შენ - უფრო, დედი,და შეგვეყარა ეს ცხოვრება, ვერ მოვიხადეთდა ასე, წელში მოხრილები დავდივართ დღემდე.ახლა ფანჯრიდან თვალს გაყოლებ, ნელი ნაბიჯითროგორ მიდიხარ სამსახურში, უთენიაა,და ალბათ დღესაც გაგექცევი (შენ ვერ დამიჭერ),იცი - გიყურებ და ამზადებ ფრთხილად ნიადაგს -ნელა მიდიხარ, მოზომილად, იცი - გიყურებ,წელში მოხრილი საცოდავად მიდიხარ, დედი,მე ვტრიალდები და ის კარი, შენ რომ მიხურე,მინდა ჩამოვხნა, დავამტვრიო, გამოგყვე გვერდით.და მივდიოდეთ, მივდიოდეთ, როგორც დიდები...(დეკემბერია, დგას სიცივე და ძალას იკრებს.)დედი, ჩავიცვი შენი თბილი შალის წინდებიდა მოსახვევში დაგაწიე გამთბარი ფიქრი.
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი