↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ეს წვიმა ასე ჩემს გამო შფოთავს"

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24063 ნახვა

—
ეს წვიმა ასე ჩემს გამო შფოთავს,ეს ქარიც ხეებს ჩემს გამო არხევს,რომ შემაჩვიონ საძულველ ოთაცს,შენს გაოცებულ დუმილს და სახეს.
და გაჟღენთილი ქარით და წვიმით,მიყუდებული კედელს კეტივით,ბედნიერების ვერ ვმალავ ღიმილს,ამ ყრუ სივრცეში გამოკეტილი.
არავინ მეძებს, არავის ველი,ვარ უზრუნველი და უძინარი,აღებული მაქვს წარსულზე ხელი,თავზარს მცემს მხოლოდ, რაც ჯერ წინ არის.
სამაგიეროდ, ვოცნებობ ფუჭად,გულში ათასი დანის მლესავი,და ჩემს აკრძალულ ნაბიჯებს ქუჩაყოფს და ამრავლებს მოწაფესავით.1960წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი