პოეზია · ლირიკა
*** "ეშმაკმა იცის"
ეშმაკმა იცის რას ფიქრობს კაცი,როცა მარტოა საკუთარ თავთან,როგორ განიცდის დროსა და მანძილს,ბოროტს და კეთილს, დარსა და ავდარს...მაგრამ როდესაც თავისთვის ფიქრობს,თავად ბუნება ავალებს ალბათ,იფიქროს ისე, რომ სულსი იკლოსფუჭმა იმედმა და უფრო ხარბადისუნთქოს, ვიდრე ქვეყნად ბუდე აქვს,ვიდრე საერთოდ ფიქრისთვის დრო აქვს,თორემ, რაც მიდის, აღარ ბრუნდება,მოსასვლელი კი ნამდვილად მოვა.1964წ