პოეზია · ლირიკა
რთველი
გამხმარ ატამზე რქით გამოაბესთეთრი თიკანი.ცხენი ლოკავდა კვიცის თეძოებს.ვენახის გასწვრივ იდგნენ კაკლები.
ხოლო ყველაფრის ბატონ–პატრონი,ეკალბარდივით ჯიუტი გლეხი,თან ვენახისკენ იყურებოდა,თან ღიღინებდა...
მასინ კი მართლა დაფრთხა ვენახი,თუმცა მტანჯველი ვნებით შეძრული,მხად იყო კაცის ყველა სურვილისშესასრულებლად...და აი, უკვემარტოა იგი და ჭრიჭინებიცადასტურებენ მის სიმარტოვეს:თავბრუდახვეულს და გასიებულსსიამოვნების და სიმწრის ცრემლით.1967წ