პოეზია · ლირიკა
რაც არ ყოფილა
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა...მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიცდა ამოვწურო ეს სიმარტოვე,ეს ფორიაქი ამოუხსნელი.გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს _კარგად იყავით. მადლობთ, მშვიდობით.