პოეზია · ლირიკა
სარკე გარდაცვილილი მეგობრის ოთახში
გელა გაბუნიას ხსოვნას
იმ დღესაც ჩუმად იდგა კედელიდა ჩრდილიც ჩუმად იწვა კარებთანდა სარკე,როგორც ზედამხედველი,ჩემს სიმარტოვეს უთვალთვალებდა.
გაქვავებული წყაროა სარკე:ვერ ზიდა გული და აღარ უცემსვერ გაარკვია და აღარ არკვევსჩარჩოში როგორ აღმოჩდა უცებ.
და უკვე თავის ბედს შეჩვეული,ყველა ჩაფერფლილ და მოქმედ ვულკანსყველა ჩაფერფლილ და მოქმედ სხეულსდაუფიქრებლად აბრუნებს უკან.
იმ დღესაც....მაგრამ რა დროს სარკეა,მე სიტყვა განგებ გადამაქ მხოლოდ,რომ აბრეშუმის ჭიის პარკივითარ გასკეს გულიც,ბოლოს და ბოლოს
არ ავიწყდება გულს არაფერი,თანაბრად ახსოვს კარგიც და ცუდიც:როგორც იდუმალ ცაში აფრენის;ისე მიწაზე დაშვების წუთი ....
1963