↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღამო

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40765 ნახვა

—
გზააბნეული წივწივებს ჩიტი,თითქოს ერთ კლავიშს აწვალებს თითი,თითქოს ჩიტისთვის უძვირფასესივიღაც თუ რაღაც მთავრდება, მიდის...
თრთის მაგიდაზე თეთრი ფურცელი,როგორც ფეხმძიმე ქალის მუცელი,სიცოცხლესავით სუფთა და სადა,დაუპყრობელი და დაუცველი.
ისევ ეცვლება საგნებს იერი,თუმცა უძრავნი და თვინიერნი,კვლავ პასუხობენ დუმილს-დუმილით,სიცარიელეს-სიცარიელით.
და როგორც რამე გრძნობა პირადი,ნელ-ნელა ქრება მზის ათინათი.და ყველაფერი ივსება უცებ,ბინდით კი არა, მწვანე სინათლით.
1976
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი