↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სახლი

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40788 ნახვა

—
წარწერა ვაჟას სახლის კედელზე
გზის პირას იდგა პატარა სახლიდა მის გარშემო ტყე კანკალებდა,და ტყის შრიალით სავსეს და დაღლილს,ქვეყანა ერტყა გარედან
სახლს ჰქონდა ერთი კარგი თვისება:ხეებს გაშლიდა ხოლმე აფრებადდა მიფრინავდა...თუმცა, ისედაცცის ქვეშ ყველაფერს ათანაბრებდა.
მან თითქოს სხვებზე მეტი იცოდა,მაგრამ სამღერლად ჰყოფნიდა ცოტაცდა განუწყვეტელ ცეცხლზე იწვოდა,წვიმდა თუ თოვდა, თუ ქარი ქროდა.
იმ სახლში ცეცხლი ყოველთვის ენთოდა ეკუთვნოდა იგი თანაბრადცხვარსაც და მგელსაც,კაცსა და ღმერთსაც...და არ აგდებდა ავდარს არაფრად.
რადგან იცოდა, რომ ავდრის შემდეგუფრო ლამაზი იყო ქვეყანა.და ყველა, ვისაც იცნობდა დღემდე,უნდოდა დარში გადაეყვანა.
ასეთი იყო ის წყნარი სახლიდა ვისაც სურდა, ყველა ამჩნევდა -როგორ დარბოდა ეზოში ძაღლი,როგორ ყვაოდა ტოტი ფანჯრებთან.
ანდა იმ სახლის მუდმივი მდგმური,სინათლე, ჩრდილებს როგორ ურევდადა რა უბრალოდ ტყდებოდა პურიკაცის და მხეცის დასაპურებლად.
მაგრამ მაშინვე გრძნობდა სტუმარიც,რომ სახლის კედლებს რაღაც სტკიოდათ,რომ ამ თბილ პურშიც და სასთუმალშიცცრემლის მარილი გამოსჭვიოდა.
და რომ სიკვდილის უხორცო ხელიამ სახლის მთავარ ძარღვსაც მალავდა,ის კი, წიგნივით ჩუმი და ძველი,ქვეყანას თვლიდა თავის კარადად.
და იდგა მშვიდად...და არაფერიარ აკვირვებდა ტყეთა ბინადარს,ხოლო ხანდახან მწვანე აფრებითსწყდებოდა მიწას და მიფრინავდა.
1963
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი