პოეზია · ლირიკა
სექტემბერი
ჩემ წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი,გამოფიტული და დაქანცული,და ზოოპარკის ცისფერ სკამებზეანთია სიცხის ანაბეჭდები.- გინდა? გაჩუქებ.თუმცა ამ ფოთოლსვინ გააჩერებს შენს გალიაში,ან ვინ იფიქრებს, რომ ეს ფოთოლიმე შემოგიგდე და არა ქარმა.ქარს მხოლოდ მიაქვს,ქარს სიტყვაც მიაქვს,მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმედა ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.ქარი მოვარდა,ქარმა მომაგნო,ქარს გავეკიდე,ქარის ბრალია,ქარით დაღლილი,ქარად ვიქცევი,ქარო, როდემდის ვიქნები ასე?მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,რომელსაც უნდა გადავერჩინე.ის ცალკე იჯდა და იცინოდა,მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდესვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.და ყველაფერი გადაწყდა უცებ:მან გაისწორა ლამაზი თმები,ლამაზი კაბა..და შემომხედა,როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.გათავდა?თუმცა ამ სიტყვის გარდამე მქონდა გული,გულიც და ვნებაც.მან გაისწორა ლამაზი თმები,ლამაზი მხრები... და გაიცინა.გესმის? - გაწვიმდა.ხედავ? - გაწვიმდა.მე მიყვარს წვიმა,წვიმა და ფიქრი.წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს.წვიმა მოვიდა,წვიმამ მომისწრო,წვიმას წავყვები,წვიმის წილი ვარ,წვიმით ავივსე,წვიმად ვიქცევი,წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე?წვიმა კი მოდის,ხმამაღლა მოდისდა ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,ხის სურვილები და იმედები.და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე,ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,ადამიანთა თავშესაფარი,თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.ამასობაში გადიღო კიდეცდა შემოდგომის მზე ამოვიდა,და შემოდგომის მზე გალიებშიკვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.შეინარჩუნე თუ შეგიძლია,ნაწილი მაინც შეინარჩუნე.რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,გაგიჭირდება...გაგიჭირდება...მზე ამოვიდა,მზემ გამაბრუა,მზეს შევეფარე,მზის იმედი მაქვს,მზით გავთამამდი,მზედ მინდა ვიქცე,მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან!მზე ყველას უნდა და ყველას უჭირსმისი გაყოფა და დარიგება,რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,როცა სხეული მზითაა სავსე.ქალმა, რომელიც მიყვარდა ძლიერ,როგორც მებადურს უყვარს მდინარე,მდინარეს - ფიქრი, ფიქრს - კი დუმილი,დუმილს - ხმაური და ხმაურს - სივრცე...დიდხანს უცადა იმ წყეულ სიტყვას,უცადა დიდხანს და მოთმინებით,მერე წამოდგა და შემომხედა,როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.და აი, უკვე მზეც ამოსულადა შემოგომის მზე გალიებშიშემოცვენილა ოქროს ფოთლებად.ზამთარი მოდის და სანამ დროაშეინარჩუნე ოქროს ფოთლები:ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,თავქვეშ დაიდებ და განათდები.მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებშივნახავ საოცრად პატარა მზეებს,პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.მზე ამოვიდა,მზემ გაგვაბრუა,მზეს გავახსენდით,მზის შვილები ვართ,მზით მორთულებიმზედ უნდა ვიქცეთ.მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან!
1962