პოეზია · ლირიკა
სიზმარი
გამოჩნდა მიწა. შენთან ვარ თითქმის.იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს.ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი.ნათურებს ანთებს და მორბის მიწა.ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოსდა ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,ეს შენი ხმაა- როგორ? საიდან?ამოდის მთვარე და ცალი თვალითჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,მე კი ოთახში შემომყავს ძალითდა თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად.