↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სინათლის ლეკვი

ჭილაძე ოთარ

2001-09-122 წთ საკითხავი40767 ნახვა

—
იქნებ არც იყო, მაგრამ მე მახსოვსზამთარი, როგორც ცუდი სიზმარი,როგორც დამპალი ძაფით ნაქსოვიპერანგი სველი და ნასხვისარი.
ქალაქი თოვლში იდგა ყელამდე,თოვლის ყალიბში იყო ჩასხმულიდა მასაც, როგორც ირგვლივ ყველაფერს,არც თავი ჰქონდა, არც დასასრული.
არ არსებობდა სამყარო თითქოს,გზებს აუქმებდა თეთრი გრიგალიდა იხრწნებოდა სახლებშ სითბო,კაცის ნასუნთქი და ნაფიქრალი.
არარსებული ზარების რეკვითექანცებოდათ მკლავები ქარებს.ქუცაში ეგდო სინათლის ლეკვიდა მთელი ღამე ტიროდა მწარედ.
როგორც უხილავ ღმერთს იაკობი,ეომებოდა ტვინი უკუნის,რომ ცოდვის თუნდაც ერთი ნაყოფიგადარჩენოდა ამ საუკუნეს.
ხოლო ტვინისთვის დადგმული მახე,თრთოდა ფურცელი, თოვლივით თეთრი,გულაღმა იწვა და ედო სახედამორჩილებულ ქალის თუ... ღმერთის.
ვით უნაყოფო ვნების ფიტული,ზამთრის უაზროდ მძიმე სხეული,საქვეყნოდ იყო გამოკიდულიდა განსჯის საგნად იყო ქცეული.
ჩვენ კი, ბინებში გამოკეტილნი,კრუხად ვიჯექით საკუთარ სითბოს,უფრო ჭკვიანიც, მხნეც და კეთილიც -სხვა იცხოვრებდა ჩვენს ნაცვლად თითქოს.
აღტაცებული და დარცხვენილიცდა დაბნეულიც ამ აღმოჩენით,დაჭიხვინებდა ყინვა ცხენივით,თავმოკაზმული თეთრი ფოჩვებით.
მერე მზემ თვალი გამოახილა,მერე განათდა და დათბა კიდეცდა შვების ოხვრამ როგორც მარხილმა,გადაუქროლა ქუჩებს და ხიდებს.
გამთბარი რწმენით და ლაპარაკით,დაუჯერებლად მხნე და მდიდრული,კვლავ შეიშმუშნა მზის ქვეშ ქალაქი,ზამთრის ფსკერიდან ამოზიდული.
ხოლო მარხილი, ეჯვნებით სავსე,გვაფრქვევდა სურნელს ცეცხლის და მიწის,წყალობასავით გვაყრიდა თავზეფორთოხლის ნაფცქვენს, სტვენას და სიცილს.
სარეცხის თოკებს აბამდა ქალი,ვით სიმარტოვის დაწყვეტილ სიმებსდა აცეცებდა ახელილ თვალებსსინათლის ლეკვი, თაფლივით მძიმე.
1970
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი