პოეზია · ლირიკა
ჩრდილები
...ხანჯლისპირივით ბასრი ჩრდილებიაფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს,როგორც მთვრალები ან დაჭრილები.
და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულსდა ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს,ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს,როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს.
მაგრამ დღეები სადღაც გარბოდნენდა სიჩქარეში სხვები დალოცესდა როგორც თეთრი მთვარის ნაფოტი,მე შენი სული მედო თაროზე,
- როგორც ყველაზე ძლიერი ხატი,ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი,და მე შემეძლო მეხილა ცხადად,რაც იგულისხმა ბუნებამ შენში...