პოეზია · ლირიკა
ჩრდილი
ნუ მომახედებ ნურასდროს უკან,ვიცი, სიცოცხლე გზადაგზა მრჩებადა თუ მეღირსა ნამდვილი ვნება,ის დაადგება ჩემს ცხედარს შუქად.
ჯერ კი მიწაზე ეცემა ჩრდილისხვა სამყაროში გასულ სხეულის,გამოფიტული და დამსხვრეული,ეცემა პირქვე და მწარედ ტირის.
და ჩემ მაგივრად სხვები ცდილობენ,რომ მთად აქციონ ჩრდილის ტირილი.ის კი მარტოა და ნადირივითსაკუთარ ნერწყვით ირჩენს ჭრილობებს.
მე არ მცალია ჩრდილისთვის ახლა,ფრთებად ქცეულან ძველი ცოდვებიდა მე ამ ფრთებით მიწას ვშორდებიდა უსასრულოდ მივიწევ მაღლა.
და იქნებ მართლა შემომხვდეს სადღაცვნება, რომელიც იქცევა შუქად...არც მე ვეყოფი ამ მიწას ლუკმად,არც ჩემი ცრემლი აუვსებს კათხას.1966წ