↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცა

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40771 ნახვა

—
მან აიფარა პირზე ხელები შემკრთალი სულისშესაჩერებლად...მანქანა უკვე ქუჩაში იცდის და ჩემოდანი,სიზიფის ლოდი,აგდია კართან.ჩვენ გავფრინდებით სხვადასხვა მხარესდა ერთდროულადვიქნებით ცაში.ცაც გაიყოფა ღრუბლებით სავსე და შეფერილიმზის თბილისისხლით...ჩვენ ერთდროულად ვიქნებით ცაში და გავფრინდებითსხვადასხვა მხარეს, ჩვენი სისუსტის და ცის სიდიდისდასამტკიცებლად.ქალაქს ჯერ სძინავს. ჯერ კიდევ სძინავსდა შემზარავადცარიელია.წყვდიადიც, როგორც სამყაროს კვამლი,ფეხს ითრევს ცაზე.და აი, უკვე მიქრის მანქანა, თითქოს გაურბისუკაცურ ქალაქს.ჩვენ კი ჯიუტად მივჩერებივართ ნაცრისფერსივრცეს.ხოლო სახლები, გაოცებულნი ჩვენი დუმილითდა მოთმინებით,ებჯინებიან ერთმანეთს მხრებზე, რომ დაგვინახონ...უკანასკნელად.
1967
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი