↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ იფიცებ

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3296 ნახვა

—
ნუ იფიცებ,ნუ ამაყობ,მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ.და შენს ბაგეს,გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს,ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.ნათლად ვხედავ,შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა,ნუღარ მალავ,აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალადა ჩამქრალასაბოლოოდ ის იმედი,დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად.ნუ იცინი,ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს,ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას,ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას.ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ,მე შენს ბაგეს,ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს,ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი