პოეზია · ლირიკა
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(სიმღერა)
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,ყელ-მოღერებულს იასა,სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,იმის სიტურფეს ღვთიანსა,ამწვანებულსა მთა-ბარსა,დამწყაზრულს, ყვავილიანსა.კიდევაც ვნახავ ცა სჭექდეს,თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,ანოყივრებდეს მიწასა,მდინარეები ხვიოდეს,აღარვინ იტანჯებოდესდა აღარც ვისა ჰშიოდეს;სიმართლის გამარჯვებასამთაზე არწივი ჰყიოდეს;მეც მას ბანს ვეუბნებოდე,გული აღარა მტკიოდეს.გუშინწინ ვნახე, გუშინაც,გველი სწამლავდა იასა,აშლიდა შხამსა და გესლსა,ვერ კი აძლევდა ზიანსა.დღეს ვხედავ, ია მთელია,სუნნელოვანი, ნაზია,ვუცქერ და ვამბობ იმასვე:რა ტურფა, რა ლამაზია!გველი დაღოღავს მუცლითა,ახრჩობს ბოღმა და ბრაზია.კიდევაც ვნახავ, უხვადავარდნი, იანი ჰყვავოდენ.ნაცარ-მტვრად იყვნენ ქცეულნი,ვინაც გუშინა ზვაობდენ;შხამის და გესლის მთესველნიმოისპნენ, არარაობდენ,ჩვენის სიკვდილის მსურველნიყორნები ვეღარ ჩხაოდენ!დაჰბეროს სიცოცხლის სიომმომაკვდავს არე-მარესა,გაუათასდეს სინათლეცაზე მზესა და მთვარესა,უხვადა სძღვნიდენ წყალობასამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა.ჩვენც მსხვერპლნი ძალმომრეობისცრემლს აღარ ვღვრიდეთ მწარესა,ჩიტების ტკბილი გალობაისმოდეს ყოველ მხარესა.ვიხილავ სანატრელ სახეს,რომ ამდგარიყოს მკვდრეთითა,გვერდს ედგნენ მისნი ზვარაკნი,გაფიცულები გვერდითაჭაბუკნი თავდადებულნი,ტრფიალით მეტის-მეტითა,ტანს უმშვენებდესთ წყლულებიერთგულ მამულის შვილებსა,ანგელოზები დაფნისასგვირგვინს ადგამდენ გმირებსა.