პოეზია · ლირიკა
კლდე და მდინარე
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
I
კლდეს შაეზღუდა ხეობა,რაზეც მდინარე დიოდა, -სალსა, ასპიტსა, დიდრონსაფერფლიც-კი არა სცვიოდა.მდინარე უყეფს: “გზა მომეც,კლდეო, გამიშვი წინაო;აქ ქვა-ლოდებზე ხტომამაძალიან დამაშინაო...მინდა, რომ ბარად ჩავიდე,იქ მოვიპოვო ბინაო.გამიშვი, შენი ჭირიმე,აქ ყოფნა მომეწყინაო”.და თან კლდის კალთას ეხვევა,ხელ-ფეხს უკოცნის ზვიადსა,ვით ბავშვი თავის დედასა,ვედრებას ეტყვის ფრიადსა.- “რას ამბობ, ცეტო? - კლდე ამბობს, -სიტყვას რად ამბობ მცდარესა?მე მოვკვდე, შენ-კი იტლინკო,სად თქმულა, რომელ მხარესა?!როგორ კარგი რამ მირჩია,უყურებთ გასახარებსა!”ათასჯერ სთხოვა მდინარემ,ათასჯერ ქუდი უხადა,მაგრამ კლდემ ისევ და ისევთავისი გამოუცხადა.მდინარე მაინც არ ტყდება,თუმც ცდა მიუდის ცუდადა,მაინც კლდეს ეალერსება,გადიქცა კატის კნუტადა.კლდე შუბლს არ იხსნის, მაღლიდანმდინარეს დასცქერს მრუდადა,- არ შეიძლება, - ბუტბუტებს, -თუნდა გაიჭრა ხუთადა.სხვა გზა მოსძებნე, სხვა მხარეს,ნუ ამეთრიე კუდადა!..ეს სთველში მოხდა, როცააწყალთა და ბალახთ მცირობა...მდინარე იმედს არ ჰკარგავს,შეუდრკელია გმირობა!..მძიმე რამ ზამთარი იქნაიმ წელს, - ორ ადლზე დათოვა;გაზაფხულს ზვავმა მდინარესუხვად სინესტე აწოვა:ჯაგარ-აშლილი მოგრგვინავს,მთა და ბარს აქცევს ქოთითა;კლდეს აღარ ეალერსება,კარზე მიუხტა შფოთითა;უტევს, აღადრის გულ-მკერდსა,ვით ვეფხვი თვის მსხვერპლს ტოტითა.კლდეზე ტალღები ტყლაშუნობს,თითქოსა სცემდენ შოლტითა!კლდე წარბს არ იხრის, იძახის:“აბა რას მიზამთ, მოდითა!”მდინარეც უკან არ იხევს,მორჭმული სალტა-კოტითა:“გამიშვი, თორო დაგანგრევ!” -თან დაჰკიჟინებს ხმიანად,და თითო დაკვრა ლახტისასჩანს კლდისა დამაზიანად.ერთი თვის შემდეგ კლდე ბორგავსდა აღარ ამბობს ჭკვიანად!გაჰხუნებია საჩერნე,ჯაჭვ-მუზარადი ხმლიანად;ლამის რომ გმირი დამარცხდესდა გახდეს ოხერ-ტიალად, -იქცეს მის ტყლაპად, სათელლად,მის ტალღთა დასაყიალად.
##II
მეხუთე კვირა შესრულდაკლდის და მდინარის ბრძოლისა,და საქმე მოხდა საგრძნობიცისა და მიწის შორისა:კლდისა მოისმა ქვითინი,მედგრად გაისმა ჯახანი,წყალმა მეორე მხარესაკლდისას გაიღო ჩქაფანი,და გაიჭიმა ხევზედა,როგორც გუთანში ჭაპანი,ქედსა ასწია ამაყად,შეათამაშა ფაფარი;დოსტოღრივ მიდის უშიშრად,არა სჭირდება ჩაფარი,ანგრევს, რაც უშლის მგზავრობას,დალეწა ყველა საფარი.ნიშს უგებს კლდეს და მისძახის:“შენი ბიჭობა სად არი?!”ახალის სანახავითაგაოცებულა მთა-ბარი.გალაღებული ჭალაზემაიზლაზნება მღერითა;საამო სანახავიაგამარჯვებულის ფერითა.ხარობენ ის და ქვეყანაერთმანერთისა ცქერითა...წავიდა, გაივაკევა,ჰრწყავს და უმღერის ველებსა,თან ატრიალებს ტალღებსა,ვით მოთამაშე ხელებსა.
1899 წ.