პოეზია · ლირიკა
ბატონო გივი, ამ ციცქნა ლექსით
გივი თათეიშვილს
ბატონო გივი, ამ ციცქნა ლექსითთუ შეუძლია სულს დაპურება.თქვენ მე გამიგეთ, თქვენ კარგად გესმითპოეტის გულის უდაბურება.თქვენ კარგად გესმით, თქვენ კარგად იცით,რომ გულის იქით კიდევ გულია,და როცა სული ივსება მიწით,მაშინ სიკვდილიც დიდებულია.დიდებულია სიკვდილიც მაშინდა პოეზია გადამეტია..სული სხეულში არ დაეტიადა სტრიქონებად გაფრინდა ცაში.მე ვფიქრობ თქვენზე, თუმცა შავეთი,მოდის შავეთი თავის სპიანა,გამოცლილია ჟამის ფიალადა მოწყალეა, სავარსკვლავეთი.და მოწყალეა, მართლა მოწყალე,თუმცა ჩრდილებმა გადაუარეს,მაინც რადა ვარ ქვეყნად ცოცხალი,სხვას თუ ჭრილობას არ დავუამებ.მე იდუმალის ნექტარი შევსვი,ლექსით დავუწყე სულს დაპურება,თქვენ მე გამიგეთ, თქვენ კარგად გესმითპოეტის გულის უდაბურება.