↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბერდედავ ჩემო

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10959 ნახვა

—
ბერდედავ ჩემო, –ბარდნალიდან წამოსულს ლადოსმწუხარე მზერის ნავსაყუდელო,გულს – ყოფის მზე რომ ცვილივითადნობს,მითხარ ჭრილობა რამ გაუმრთელოს?
მუხლი, შატილში გასამგელებო,რომელ ბილიკზე მიებღატები?...ჰეი, თქვენ, ძმებო არაგველებო,სამასმეერთედ მიგემატებით.
ოღონდ, გული რომ მზიეთს გასტირის,ენთოს მარადის ლოდინის ცაზე,ოღონდ ვიხილო ჩემი შატილიშატილიონი ბიჭებით სავსე.
ჩვენ იდუმალმა სულზე აგვიცრადარდით ჭიდილი, ლანდით ჭიდილი...ყოვო, შავკაბა რაღად ჩაგიცვამს,თუ გითხრაი ჩემი სიკვდილი?
რაი ვქნა, გულს კვლავ ცვილივით ადნობსმზედა ჭრილობა რამ გაუმრთელოს?ბერდედავ ჩემო, –ბარდნალიდან წამოსულს ლადოსმწუხარე მზერის ნავსაყუდელო,
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი