პოეზია · ლირიკა
* * * თითქოს ყველაფერს
თითქოს ყველაფერს ფერი ეცვალადრომ და ზმანება წამებას ერთვის,ჩემთვის ყოველი დამთავრდა უცებდა ყველაფერი დაიწყო შენთვის.
თვალები მეწვის, თვალები მეწვის,სქელია ნისლი და ბინდში ვხედავ-შიშინით იწვის ვენახის ლერწი,შიშივით წყნარად აბიჯებს დედა.
სანამ არ დათმობ უაზრო ყიალსვერ გასცილდები ჭანჭრობს და ეწერს..ახლოს ყვითელი ფოთლები ყრიაუფრო ყვითელი ოცნების შემწედ.
მე ის სიყვითლე მაგონებს სულ სხვას,მე ის სიყვითლე მაგონებს სხვა წლებს.იყო პირველი განცდილი სუსხვაიმედი-ღამის ბინდში ნარწევი.
მერე ყველაფერს ფერი უცვალადრომ და ზმანებამ წამებას ერთვის,ჩემთვის ყოველი დამთავრდა უცებდა ყველაფერი დაიწყო შენთვის.