პოეზია · ლირიკა
* * * გაზაფხული
გაზაფხული თავის სიტყვას ამბობს,შენს გულში კი ზამთარია ისევ...რა ამაოდ მოელოდი ამბორს,შორეულო პაწაწინა ნისლო,რა ამაოდ მოელოდი ამბორს.
ასე მიქრის წუთისოფლის ეტლი,ასე, ყველა თავის სიტყვას ამბობს,შენ კი ისევ უიმედოდ ეტრფინისლიანი შეღამების ამბორს
იქნებ სჯობდა შენი სულის ალმასხვა რომ დასწვა შენ დაეწვი ისევ...სადღაც ნიავს უერთგულა ქალმადა თვალებში შეიტყუა ნისლი.
სადღაც ვიღაც საოცრებას ჩემობს,სადღაც ვიღაც უკვდავებას ელტვის,შენ რა გსურდა, ერთი გრილი ჩერო,არაფერი, არაფერი მეტი...
მაგრამ უცებ გაიზნიქა ალვა,მაგრამ სადღაც წაიყვანეს ნისლი...გზაზე მშვიდად გაიარა ქალმათვალებშიც არ შემოგხედა – ისე
ასე მიქრის წუთისოფლის ეტლი,ასე, ყველა თავის სიტყვას ამბობს,შენ კი ისევ უიმედოდ ეტრფინისლიანი შეღამების ამბორს.