↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მითის გახსენება

სტურუა ლია

2013-05-121 წთ საკითხავი18607 ნახვა

—
ისეთი დღეა, ქარის მსუბუქ ნაბიჯებს ვითვლი,
ჩემი ნერვები სიჩუმეში ზანტად ყვავიან
და ველოდები მე იმ წვიმას, ოქროსტანიანს,
რომელმაც უნდა დამიბრუნოს სიგიჟე მითის,
როდესაც ზევსი მიწიერ ქალს დაიწყვილებდა,
დაივიწყებდა პოეტივით ზეცას და მორალს,
შუბლს, პართენონის მარმარილოს, იპობდა ორად
და საკუთარი გონებიდან აჩენდა შვილებს,
მისი მასალა ბროლი იყო და არა თიხა,
არ ენდობოდა ემოციებს და დედის წიაღს
და უკვდავებას არიგებდა რისხვასთან ერთად,
მაგრამ შვილები მიიჩნევდნენ ოლიმპოს ციხედ,
გატეხეს ბოლოს, ზეცის თვალი დატოვეს ღია,
სადაც ცრემლივით აკრიალდა ახალი ღმერთი...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი