↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პლენერი

სტურუა ლია

2013-05-121 წთ საკითხავი18621 ნახვა

—
რა ჭარბყვავილიანი გაზაფხულია!
ყველა საფლავიდან
მიცვალებულები იხედებიან,
სულ ვამბობდი,
თოვლი კინოში მირჩევნია,
ან ტელევიზორში,
ახლა, მოდი და გაუძელი
ამ იასამნისფერ გამოხედვებს!
თავის გამხეთქი მზეც მუქთადაა,
არავითარი პლენერზე წასვლა!
მე რა, მე მაგიდაზეც მაქვს ეს პლენერი,
მხოლოდ, გადათეთრება ჭირდება,
მხატვრები მეცოდება, ვინც მიწაშია,
ახლა უფრო, ვიდრე წვიმაში, ან თოვლში,
როცა ბუნაგი გატკბილებულია,
იასამნის ბუჩქს რომ ცეცხლი წავუკიდო,
შუქი თუ არა, რაღაც დაუშვებელი,
აღმაშფოთებელი ხომ ჩამოაღწევს შენამდე,
ბოლო ნახატებისთვის უჩარჩოობა შევუკვეთე
და ვეღარ ვიყიდე
ხელოსნები რეალური ადამიანები არიან
იასამნისფერზე ფეხი უცდებათ...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი