↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შაქარივით დავდნები

სტურუა ლია

2013-05-121 წთ საკითხავი18609 ნახვა

—
ასე მგონია, ასლები ვართ, საკმაოდ მკრთალი
ადამიანის გავარდების და გაბროლების,
იმ სიყვარულის, იმ მზიანი ჰიპერბოლების,
კაცი მიწაზე როცა იდგა და ცაში ქალი.
წამალი იყო უკვდავების მდინარის წყალი,
მზე არასოდეს თბილ ქვეყნებში არ მიდიოდა
და თუმცა მიწას, განუწყვეტლივ, სისხლი სდიოდა,
ვის ჰქონდა მაშინ დონდლო ხორცი და მრუდე ძვალი?
რომ გვტკივა მათი ლათინური სახელწოდება,
მთები რომ დავდგით კანცერის და სკოლიოზების,
მაგრამ სამოთხეც აღარ მინდა, ვაშლებით სავსე,
ოღონდ, მანახა ვინმეს ცრემლი და გახელება,
მეც დავდნებოდი შაქარივით თუ სანთელივით
და საფლავიდან ავდგებოდი იმ კაცის ხმაზე...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი