↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიროსმანის დუქანი

ლადო ასათიანი 1917–1943

2024-05-121 წთ საკითხავი10104 ნახვა

—
მე მიყვარს შენი გრილი დუქანი,შენი სიფათი და მარიფათი,თვალები, ცეცხლით განაშუქარიდა წელზე ვერცხლის ქამარი ფართე.
შუა ბაზარში დუქანი გქონდა,ბევრი რამ გქონდა ღვთის მოცემული:ჭრელი კალმახი - არაგვის მკვიდრი,ბოლოკი, წითლად ალმოდებული,ქორფა მწვანილი და შუშა კიტრი,პატარძალმა რომ დაკრიფა დილით,ყარაჩოღელის ცრემლით რომ ტირის...
შუა ბაზარში დუქანი გქონდა,ბევრი რამ გქონდა ღვთის ბოძებული:დილაადრიან გადასაკრავი,ატამი, წითლად ალმოდებული,ხუჭუჭთმიანი პატარა კრავიდა კახურ ღვინით სავსე ტიკჭორა,გასიებული, ვით ქვეყნის ჭორი...შუა ბაზარში დუქანი გქონდა,ელეთ-მელეთის ქარი რომ ქროდა,
მაგრამ ილაღე, იბედოვლათე,“გადაგიბრუნდა ჭკვა და გონება”,გაანიავე მთელი დოვლათი,ქარს გაატანე მთელი ქონება...
ვერ გამოდექი და ვერ ივაჭრე,საქვეყნოდ ჭამე კაცმა სირცხვილიგაკოტრდი, როგორც ნოე ჩხიკვაძე,დადექი, როგორც ნოეს წისქვილი.
არ მომანათო მაგ საღადარეთვალები, ცეცხლით განაშუქარი,არ შემეკითხო, რად შევადარენოეს ხუხულას შენი დუქანი!
ამწვანებულა ძველი ხეხილი,გაცოცხლებულან ძველი ბიჭები,ხელგაშლილი და გულგაღეღილიდგახარ და მუშტარს ეპატიჟები...
ეს რამდენი რამ დაგიხატია,გამდიდრებულხარ ფერის დოვლათით,ახლა ყველასთვის ცხადზე ცხადია:არც ვაჭარი ხარ, არც ბედოვლათი!
მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო,სხვა მეგობარი ქვეყნად ნუ გინდა,მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო,და ხარბად მიმაქვს შენი დუქნიდანშუშა კიტრი და ქორფა მწვანილი,პატარძლის ხელით გამოყვანილი...
1940
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი