პოეზია · ლირიკა
პენელოპე
ვუძღვნი მანანა ღარიბაშვილსარა და არ მოდისზღვაზე დასრიალებს,ანუ ორ ხმელეთს შორისგაწოლილ ჰომეროსზემის სიბრმავეს აპატიექალების ლამფები და პროჟექტორები,ზღვის სიპრიალე!ვის უნახავს პრიალა სიყვარულის?იმ შენს გაუთავებელ ქსოვილსაც,უკვე, ხორკლები აყრია,არფებმა მამლების წითელი ბიბილოებიგამოიბეს – ანტილაჟვარდიანგელოზების გლუვ თავებშიჩატენილი კაკაფონიარას ერჩოდი?ისე რბილად ფიქრობდნენ შენზე...და რა მოგცა მოთმინებამ?რამდენიმე ნორმალური კაცირომ განასკვო,ერთი სიგიჟე არ გამოვა?კეთილხმოვანება ბრმებს დაუტოვე,ფილარმონიებს.მოჰერისგან მოქსოვილ ოჯახებს,დაყველილი სირბილე!თეფშზე ჩანგლის გასმაუფრო არ გამოაფხიზლებს კაცს?ყურებს ცვილით კი არ დაიხშობს,მოიჭრის და სიგიჟის საბუთებივითმიუგდებს იმ დროებით ქალებს...ყველანი ცოტათი პოეტები ხართ:შენც, ისიც, ორ ხმელეთს შუა გაწოლილზე,ხომ ლაპარაკი ზედეტია...ბრმა რომ იკითხავს: – რა არის ლურჯი?და შოპენის ეტიუდში ჩააყოფინებენ ხელებს...