↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი ძველი ლექსი

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2363 ნახვა

—
სარკმელში მოჩანს (შენ კი ამ დროს ძილი გერევა)მოძრავი, ციცინათელების მრვალწერტილი.წმინდა მუსიკის, დამძიმებულ, ხილვად ბგერებად,წაბლის ფოთლებზე იკენკები, წვიმის წვეთივით.
აღებ ფანჯარას, რომ სიგრილემ გამოგაფხიზლოს,თანაც ისე წვიმს, ისე ნაზად, შენ რომ გიხდებადაგენანება, სველ რაფაზე ოდნავ დახრილს რომეს ღამეც, ერთი რიგითივით დათარიღდება.
აქაფდა წვიმა, სურნელოვან წაბლის ტოტებზე,ხარ სულიერად განბანილი, წვიმების შხაპით.მეც ჩემებურად, სიმარტოვე გავაპროტესტედა ამიტომაც ამ უბრალო სტრიქონებს ვჩხაპნი.
გაგიკვირდება (კომშის ხეზე, ბეღურებს აწვიმთ)წვიმაში ციცინათელა რომ ჩაგიფრენს, თვალწინ.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი