პოეზია · ლირიკა
* * *ზაფხული გადაიქცა კოღოდ
გ. დ. ხოშტარიას
ზაფხული გადაიქცა კოღოდ.ბალახზე მიყრილია ხრეში.წარსული ხელმწიფეა, ოღონდგვირგვინით ჩამოშვებულ ხელში.
სანამდე გიხაროდა, ტვირთიჩუმ-ჩუმად დაგიმძიმდა. ზარმაცგარემოს აცოცხლებდი ვიდრე,მეორემ დაიგრგვინა ზარმაც.
ასეა, ჯეელობის დამლევსბოლოჯერ გინათდება პირი.ცრემლები უბრუნდება თვალებს.დგახარ და შებრუნებით ტირი.
და, როგორც საუცხოო ქიშმიშს,ტვინს ღეჭავს საკუთარი აზრი.ხმაურის ხარვეზიდან ისმისსიბერის ანტიკური ჯაზი.
2007